მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე მთლიანად დაეთმო ჩვენი საპროექტო წინადადებების განხილვას. ჩემთვის საინტერესო იყო ყველა თემის მოსმენა. რადგან თითოეული მათგანი ეხებოდა გარკვეულ პრობლემებს. ყველაფერი იყო სახალისოდ შეფუთული
ამ განხილვისას აღმოვაჩინე ის ხარვეზები , რომელიც შეიძლება ჰქონდეს ჩემს პროექტს განხორციელებისას და მას აუცილებლად გამოვასწორებ.
კარგი იყო ზოგად და შინაარსობრივ კითხვებზე საუბარი. ეს აუცილებლად დამეხმარება! გავეცანი პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს. შაბლონი შემიმსუბუქებს საქმიანობას.
სასარგებლოა ბუკლეტების მომზადების მეთოდების გაცნობა-შესწავლა.
ყველაფერი იყო ტრენერის მიერ სახალისოდ შეფუთული. ყოველგვარი ფამილარობის გარეშე- მადლობა გვანცას! ჯანმრთელობას გისურვებთ!