ინტელის ტრენინგს უკვე რამდენიმე თვეა ველოდები. პროექტების გამოყენება სასწავლო პროცესში მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი კარგი მეთოდია. მართალია, პირველი დღე საკმაოდ შრომატევადი და ძნელი მეჩვენა,მაგრამ რომ მივყევი ტრენერის მითითებებს, არ გამიმართლდა მოლოდინი.
სარეკლამო ვიდეოს ნახვამ, რომელშიც პრაქტიკულად ნაჩვენები იყო სწავლა კეთებით, თეთრი შურის გრძნობა გამიჩინა იმ მასწავლებლის მიმართ, რომელსაც ჰქონდა საოცარი ტექნოლოგიები და რაც მინდა, რომ ცოტათი მაინც შევძლო-ესაა ტექნოლოგიების სრულყოფილი ფლობა.
ეს რაც შეეხებოდა რეკლამას.
თურმე, ელექტრონულ ფოსტას ძალიან შეზღუდულად ვიყენებ. მას აქვა ძალიან დიდი,ამოუწურავი შესაძლებლობები და თუ კარგად ავითვისებ ,მეძლევა მარტივი და ეფექტური გზა რომ ყველაფერი გავაკეთო სწრაფად.
პირველი დღე საინტერესო იყო.
No comments:
Post a Comment