Sunday, May 17, 2015





               როცა რაღაც მთავრდება, უკან მოიხედავ, გააანალიზებ და იფიქრებ-რა მომცა მე ამ ტრენინგებმა ახალი და კარგი?-ძალიან ბევრი, -  ვიტყვი დაუფიქრებლად.
              არ მინდა ბანალურად  გამომივიდეს, მაგრამ პროექტებით სწავლება რომ გვეხმარება მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში,  ცოდნის ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის  გაზრდაში,  საყოველთაოდ ცნობილია. საინფორმაციო ტექნოლოგიები კი გვეხმარება  ესგ-ით განსაზღვრული სტანდარტების მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. იგი აადვილებს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას და აუმჯობესებს სწავლის პროცესს.
                საინფორმეციო  ტექნოლოგიებთან დაკავშირებით თვითირონიით ხშირად მითქვამს ,  ,,რამდენი რამეა კარგი და რამდენი ჩემთვის ურგები''-მეთქი. ამის  ტრენინგის  შემდეგ  უფრო ნაკლებად გავიმეორებ ამ სიტყვებს.
           რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მოვახდინეთ ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოების პრეზენტირება,  ყველა  პრეზენტაცია  ძალიან საინტერესო იყო. მოსაწონი მივიწონეთ, ნაკლი აღვნიშნეთ,  ერთმანეთს მივუთითეთ იმაზე, რაც ჩვენი აზრით  მოითხოვდა დახვეწასა და სრულყოფას.
          გვანცა, თქვენი  შეფასებები    ჩემთვის სტიმულის მომცემი იყო. საერთოდ, ძალიან პოზიტიური ,კეთილმოსურნე ადამიანი ხართ. მინდა გისურვოთ წარმატებები ,ულევი ენერგია...თქვენ ხომ ყოველდღიურად უშურველად იხარჯებით...
            

Saturday, May 16, 2015







                  დღევანდელი დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილით.   საქაღალდეებში  თემატურად ჩავალაგებული   მასალები  დავათვალიერეთ და მივიღეთ წინადადებები სრულყოფისათვის.
                ფასილიტაცია ტექნოლოგიებით- ეს იყო დღევანდელი  შეხვედრის თემა. ძალიან საინტერესო იყო. დარწმუნებული ვარ, თუ შემოქმედებითად გამოვიყენებ, გაიზრდება ჩემი მოსწავლეების ინტერესი და მოტივაცია.ასევე ვისწავლე  ბლოგზე   მასალების მიბმა. მადლობა,გვანცა! 

Tuesday, May 12, 2015






                     ტრენინგის დღევანდელი დღე  დაეთმო წინა მეცადინეობაზე შედგენილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის, შეფასების გეგმისა და მოსწავლის სავარაუდო  ნაშრობის ადაპტირების მიმოხილვითა და აზრთა გაზიარებით.  ერთმანეთის ნაშრობებში შევიტანეთ საჭირო კომენტარები და შენიშვნები.
         შეფასების   მრავალფეროვანი  რუბრიკების   განხილვა სარგებლობას მომიტანს იმ კუთხით, რომ  გავიგე  მრავალფეროვანი ბიბლიოთეკის შესახებ,რომელიც დამიზოგავს დროს, უფრო სრულყოფილს გახდის ჩემ მიერ გამოსაყენებელ რუბრიკებს.
          გარდნერისა და ბლუმის მატრიცა მოსწავლეების დავალებეისათვის - ესაა ის  ,რაც ყველაზე კარგად მაძლევს საშუალებას მივცე ჩემს მოსწავლეებს დიფერენცირებული დავალებები მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინებით.
           მადლობა!

Sunday, May 10, 2015

                     
                     



                     სანამ მოსწავლის როლს მოვირგებდი, მანამდე დაწვრილებით გაგვაცნო გვანცამ როგორ უნდა შესრულდეს   ნაშრომი  ,,pover point-ში.  რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გავითვალისწინო და როგორი თანმიმდევრობით დავალაგო. პრაქტიკულმა სამუშაომ მიჩვენა, რომ ზოგიერთი ჩემი ინსტრუქცია ბუნდოვანია  და საჭიროებს დაკონკრეტებას. ბოლოს განვიხილე N5 მოდულის მიხედვით  მოსწავლის ნაშრომი. შეფასების გეგმის ჩეკლისტი და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირების შაბლონი დამეხმარა ნაკლები ძალისხმევის გარეშე  მოვირგო სქემა დამოვახდინო შეფასება.
 მადლობა!

Saturday, May 9, 2015





                      ტრენინგის დღევანდელი დღე  დაიწყო იმით, რომ  დაწვრილებით განვიხილეთ პორთფოლიოს რუბრიკა, რომელიც  ითვალისწინებდა იმ მიმართულებების გათვალისწინებას,რომელიც  აუცილებელია პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.  დაწვრილებით განვიხილეთ ჩვენი კოლეგების გეგმები,  ზოგიერთი რამ აღმოჩნდა შესასწორებელი და ჩავინიშნეთ. არც ერთ ჩვენგანს  არ გვქონდა გათვალისწინებული 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელზე გადის  პროექტი.  არ დავღლილვარ, კარგია!

Saturday, May 2, 2015

     მესამე დღის რეფლექსია

დღეს  შევადგინეთ პროექტის მიმართულემის მიმცემი საკვანძო კითხვები-ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი, შემდეგ გავწერეთ პროექტის გეგმის შაბლონში. საინტერესოა, მგონი, ფეხი ავუწყვე მოთხოვნებს.
  მადლობა,გვანცა!