როცა რაღაც მთავრდება, უკან მოიხედავ, გააანალიზებ და იფიქრებ-რა მომცა მე ამ ტრენინგებმა ახალი და კარგი?-ძალიან ბევრი, - ვიტყვი დაუფიქრებლად.
არ მინდა ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ პროექტებით სწავლება რომ გვეხმარება მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში, ცოდნის ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში, საყოველთაოდ ცნობილია. საინფორმაციო ტექნოლოგიები კი გვეხმარება ესგ-ით განსაზღვრული სტანდარტების მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. იგი აადვილებს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას და აუმჯობესებს სწავლის პროცესს.
საინფორმეციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით თვითირონიით ხშირად მითქვამს , ,,რამდენი რამეა კარგი და რამდენი ჩემთვის ურგები''-მეთქი. ამის ტრენინგის შემდეგ უფრო ნაკლებად გავიმეორებ ამ სიტყვებს.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მოვახდინეთ ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოების პრეზენტირება, ყველა პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო. მოსაწონი მივიწონეთ, ნაკლი აღვნიშნეთ, ერთმანეთს მივუთითეთ იმაზე, რაც ჩვენი აზრით მოითხოვდა დახვეწასა და სრულყოფას.
გვანცა, თქვენი შეფასებები ჩემთვის სტიმულის მომცემი იყო. საერთოდ, ძალიან პოზიტიური ,კეთილმოსურნე ადამიანი ხართ. მინდა გისურვოთ წარმატებები ,ულევი ენერგია...თქვენ ხომ ყოველდღიურად უშურველად იხარჯებით...
No comments:
Post a Comment